Статья 100. საერთო სარგებლობის მიწები
საერთო სარგებლობის მიწები შედგება მიმოსვლის გზებად გამოყენებული მიწების (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები), ქალაქის მოსახლეობის კულტურულ-საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი მიწების (პარკები, ტყე-პარკები, ბულვარები, სკვერები, წყალსატევები), სასაფლაოებისა და კომუნალური საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვა მიწებისაგან. საერთო სარგებლობის მიწებზე ნებადართულია, ამ მიწების მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, კაპიტალური შენობებისა და ნაგებობათა აშენება და აგრეთვე მსუბუქი ტიპის დროებითი შენობებისა და ნაგებობების (კარვების, ფარდულების და ა. შ.) დადგმა საერთო სარგებლობის მიწების მიზნობრივი დანიშნულებისათვის ზიანის მიუყენებლად.
