1.საერთო წყალსარგებლობა, ზედაპირული წყლით ან/და მიწისქვეშა წყლით, ხორციელდება: ა) არაკომერციული მიზნით, მათ შორის, პირადი (სასმელი, საყოფაცხოვრებო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მსგავსი) მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენების გარეშე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება ან/და წყალდაცვით ზოლზე; ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით.
წყლის რესურსების მართვის შესახებ
