Статья 107. საგარეუბნო და მწვანე ზონების გამოყოფის და ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესი
სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საგარეუბნო და მწვანე ზონის გამოყოფისა და აგრეთვე ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესს ადგენს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობა. საგარეუბნო და მწვანე ზონის მიწას იყენებენ ამ ზონის დაგეგმარების დამტკიცებული პროექტების მიხედვით. მწვანე ზონის მიწა საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული. ამ მიწაზე დაუშვებელია იმ შენობებისა და ნაგებობების აგება, რომლებიც არ შეესაბამება მწვანე ზონის საცავ, სანიტარიულ-ჰიგიენურ ფუნქციებს და მოსახლეობის დასვენების ორგანიზაციის მიზნებს. თ ა ვ ი XX სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწები
