Статья 122. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებად ითვლება ტყით დაფარული და აგრეთვე ტყით დაუფარავი მიწები, რომლებიც განკუთვნილია სატყეო მეურნეობის საჭიროებისათვის. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებით სარგებლობის წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები იყენებენ სატყეო მეურნეობის საჭიროებისა და ხე-ტყის დამზადებისათვის. სხვა საჭიროებისათვის სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სატყეო მეურნეობის ინტერესებს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
