Статья 121. სასამსახურო მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნება
სასამსახურო მიწის ნაკვეთი წინანდელი ოდენობით შეუნარჩუნდებათ მუშაკებს, რომლებმაც შრომითი ურთიერთობა შეწყვიტეს მოხუცებულობის ან ინვალიდობის გამო პენსიაზე გადასვლასთან დაკავშირებით, იმ მუშაკების ოჯახებს, რომელნიც გაწვეული არიან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამდვილი ვადიან სამხედრო სამსახურში ან შევიდნენ სასწავლებელში, სამხედრო სამსახურში ან სასწავლებელში ყოფნის მთელი ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ მუშაკების ოჯახებს, რომლებიც დაიღუპნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – შრომისუუნარო მეუღლესა და მოხუცებულ მშობლებს სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო შვილებს – მათ სრულწლოვანებამდე. კ ა რ ი V სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები
