Статья 36. საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები
საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მიწათსარგებლობის უფლება მათთვის გამოყოფილ მიწაზე შეწყდება შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევებში, თუ:
1) განვლო მიწის ნაკვეთით სარგებლობის საჭიროებამ;
2) გავიდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა;
3) მოხდა საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ლიკვიდაცია;
4) წარმოიშვა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის;
5) გამოყოფილი მიწის ნაკვეთი აუთვისებელია ზედიზედ ორი წლის განმავლობაში;
6) მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაცია ან მათი საწარმოო პროფილის შეცვლა, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის ოდენობის შემცირებას;
7) სანიტარულ-ჰიგიენური მიზეზებით აუცილებელია საწარმოს გადატანა საცხოვრებელი რაიონის ფარგლებს გარეთ;
8) მიწის ნაკვეთს გადასცემენ სხვა მიწათმოსარგებლეს სათანადო სახელმწიფო ორგანოს ნებართვის გარეშე. მიწათსარგებლობის უფლება შეწყდება აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მიწის ნაკვეთი გამოყენებულია არა იმ მიზნით, რისთვისაც იყო გაცემული, ან თუ მიწა გამოყენებულია უყაირათოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
