1.ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია: ა) ლიცენზიის მფლობელის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 1 წლის განმავლობაში 6 თვით; გ) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა; დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დარღვევა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
2.ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ კომისიას.
3.ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირს მის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
4.ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1929 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.



