Статья 39. მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი
Редакция №6 Сверено с действующей редакцией · 21 дек. 1987 г.
მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტა, გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდება მიწის ნაკვეთის გამომყოფი ორგანოს გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის ვადა, განისაზღვროს მიწის ნაკვეთის შემდგომის გამოყენების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მასზე განლაგებული შენობების, ნაგებობების, ნათესებისა და ნარგავების გამოყენების პირობები. თ ა ვ ი VI სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის გამოყოფა
