Статья 51. მაღალპროდუქტიული მიწებისა და სავარგულთა ფართობების ცვლა
მიწათმოსარგებლეები ზომებს უნდა იღებდნენ მაღალპროდუქტიული მიწის ფართობების გასადიდებლად გამოუყენებელი და მცირეპროდუქტიული მიწების სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მოქცევის გზით. სარწყავი, ამოშრობილი და სახნავი მიწების, მრავალწლიანი ხეხილის ბაღებისა და ვენახების, ჩაის პლანტაციების, აგრეთვე სხვა მაღალპროდუქტიულ სავარგულთა ფართობების შემცირება. მათ შორის მათი გადატანა ნაკლებად პროდუქტიული სავარგულების ჯგუფში დაუშვებელია გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა და ხდება მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით.
