Статья 65. საკარმიდამო მიწის ფართობის გადიდების წესი
თუ მუშათა და მოსამსახურეთა საკარმიდამო ნაკვეთებით უზრუნველსაყოფად არ არის საკმარისი საკარმიდამო მიწა, მეურნეობათა ხელმძღვანელების შუამდგომლობით შეიძლება ამ მიწის ფართობის გადიდება, შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 თ ა ვ ი XIII სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების მიწათსარგებლობა
