Статья 76. სოფლად მცხოვრები მუშების, მოსამსახურეების, ინვალიდებისა და პენსიონერებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მიცემა
თუ კოლმეურნეობებში. საბჭოთა მეურნეობებში, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში არის თავისუფალი საკარმიდამო მიწები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეიძლება მიეცეს სოფლად მცხოვრებ მუშას, მოსამსახურეს, პენსიონერსა და ინვალიდს შესაბამისად კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების ან საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 მუხლი 77. საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმები საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით დაკავებული ფართობის ჩათვლით, გამოუყოფენ შემდეგ ნორმის ფარგლებში:
