ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.დამატებითი ზედამხედველობის ფარგლებში კოორდინატორმა უნდა შეასრულოს შემდეგი ამოცანები: ა) შეაგროვოს ინფორმაცია ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოების ჩვეულებრივი საქმიანობის ციკლისა და კრიზისული სიტუაციების შესახებ, კოორდინაცია გაუწიოს მისი შეგროვების პროცესს და ეს ინფორმაცია საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს. აღნიშნული ამოცანა გულისხმობს აგრეთვე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას), რომელიც მნიშვნელოვანია დამატებითი ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის; ბ) განახორციელოს ფინანსური კონგლომერატის ფინანსური მდგომარეობის მიმოხილვა და შეფასება; გ) განახორციელოს ფინანსური კონგლომერატის ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება; დ) განახორციელოს ფინანსური კონგლომერატის სამართლებრივი სტრუქტურის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და შიდა კონტროლის მექანიზმის/სისტემის შეფასება ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად; ე) შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობით დაგეგმოს საზედამხედველო ქმედებები და კოორდინაცია გაუწიოს მათ როგორც საწარმოების ჩვეულებრივი საქმიანობის ციკლის, ისე კრიზისული სიტუაციების პერიოდებისთვის; ვ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები, ამ კანონიდან და დამატებითი ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე.
2.დამატებითი ზედამხედველობის ეფექტიანად განხორციელებისა და მისი ხელშეწყობისთვის კოორდინატორმა და შესაბამისმა საზედამხედველო ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ სათანადო საკოორდინაციო ზომები. ეს საკოორდინაციო ზომები შეიძლება ითვალისწინებდეს კოორდინატორის მიერ დამატებითი ამოცანების შესრულებას და საზედამხედველო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-6 მუხლის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად.
3.კოორდინატორი უფლებამოსილია დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების პროცესში საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) გამოითხოვოს იმ საზედამხედველო ორგანოსგან, რომელიც სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად ფლობს ამ ინფორმაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის მიწოდების პროცესის გაჭიანურება და სათანადო პროცედურების დუბლირება.
4.კოორდინატორის მიერ დამატებითი საზედამხედველო ფუნქციების შესრულება არ უნდა აფერხებდეს საზედამხედველო ორგანოების მიერ სექტორული საზედამხედველო ფუნქციების შესრულებას.
5.საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაცვით, საზედამხედველო კოლეჯების მეშვეობით განხორციელდეს მესამე სახელმწიფოთა საზედამხედველო ორგანოებს შორის ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობა და კოორდინაცია.
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კოორდინაციის განსახორციელებლად საზედამხედველო ორგანოებს (მათ შორის, მესამე სახელმწიფოთა საზედამხედველო ორგანოებს) შორის შეიძლება გაფორმდეს წერილობითი შეთანხმებები, მათ შორის, მემორანდუმები, რომლებშიც დეტალურად განისაზღვრება საზედამხედველო ორგანოებს შორის საკოორდინაციო და პროცედურული საკითხები. ამასთანავე, კოორდინატორი, როგორც საზედამხედველო კოლეჯის თავმჯდომარე, განსაზღვრავს საზედამხედველო კოლეჯის წევრ საზედამხედველო ორგანოებს.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
Ссылаются на неё