Статья 107. კონფიდენციალური საჩივარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც დალუქულ კონვერტშია მოთავსებული და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის ან მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია, პენიტენციური დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრისა და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, კონფიდენციალური საჩივარი 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია კონფიდენციალური საჩივარი შეინახოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა და ამ ვადის ამოწურვისთანავე, კონფიდენციალურობის დაცვით გაანადგუროს ის.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
