1.საჩივრის განხილვის შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა და მის პირად საქმეს დაერთვება.
2.საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს.
3.საჩივართან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
4.საჩივრის განხილვის შედეგები შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი XVIII ბრალდებულისა და მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები
