საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 293. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და ფორმა
1. სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
2. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება: ა) იმ სასამართლოს დასახელება, სადაც იგზავნება საჩივარი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა; გ) გასაჩივრებული განაჩენის გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი; დ) განაჩენის გასაჩივრებული დებულებანი; ე) გასაჩივრებულ დებულებათა უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის არსი; ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი; ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახალი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო სასამართლომ; თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2 1 . სააპელაციო საჩივარში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე გასაჩივრებული განაჩენის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებთან შეუსაბამობის შესახებ.
