1.პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა შეექმნას პირობები პროფესიული განათლების მისაღებად.
2.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც პენიტენციურ დაწესებულებაშია შესაძლებელი.
3.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
