Статья 131. ბრალდებულის/მსჯავრდებულის განათლება
Редакция №7 Сверено с действующей редакцией · 28 мая 2026 г.
1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად.
2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
