Статья 44. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე სამსახურის არქივში ინახება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალსა და საქმის სამსახურის არქივში შენახვის ვადას განსაზღვრავს მინისტრი.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე შესაბამის დაწესებულებას ეგზავნება.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაეცნოს თავის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად უფლებამოსილ პირს. სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. თავი X პატიმრობის აღსრულება
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
