Статья 55. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი
1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ ამ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე/მოსამსახურეები აღნიშნული დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.
2. მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა მოთხოვნები.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
