1.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით თავსდებიან: ა) ქალები; ბ) არასრულწლოვანები; გ) პირველად მსჯავრდებული პირები; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი პირები; ე) პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათი წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება საფრთხე შეექმნას; ვ) განსაკუთრებით საშიში პირები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ.
