უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც, წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით, აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის სამსახურისთვის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი განცხადებით, მატერიალური ფორმით მიმართოს სამსახურს და მოსთხოვოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში სამსახური აღნიშნული საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე 30 სამუშაო დღეში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით სამსახურს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.
2.სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამსახური ვალდებულია ეს სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრიდან და სათანადო ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროა და სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება.
4.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს გენერალური აუდიტორი. საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.