1.პირი ვალდებულია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირდეს პატენტრწმუნებულთა რეესტრში.
2.თუ პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება პატენტრწმუნებულთა რეესტრში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი ძალას კარგავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. თავი VI საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი, გამოცდის მიმდინარეობა და ზედამხედველობა
