1.
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი
Всегда актуальная правовая база
2.გენერალურმა აუდიტორმა რეგისტრაციის განცხადების მიღებისთანავე, აგრეთვე შემდგომ ყოველი რეგისტრაციის განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტების მიღებისთანავე მათი ასლები უნდა გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ისეთი ფორმით გამოსაყენებლად და ისეთი კომენტარების გასაკეთებლად, რომელსაც/რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო ურთიერთობების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნევს. ამ კანონის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული ასლების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გადაუცემლობა/გადაცემის შეუძლებლობა არ უნდა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შემზღუდველი ფაქტორი.
3.გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს მიაწოდოს ამ კანონის ადმინისტრირებისას მის მიერ მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, რეგისტრირებული პირების სახელები, რეგისტრაციის განცხადებების ასლები, მათი ნაწილები ან სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც განისაზღვრება ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე.
4.რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შემცველი საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით გენერალური აუდიტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) არსებობდეს საზოგადოებისთვის ინტერნეტით ხელმისაწვდომი, ძებნის, დახარისხებისა და გადმოწერის ფუნქციების მქონე, არსებული ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში გამართული, უფასო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ამ კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას, რომლის მოძებნა, დალაგება და დახარისხება შესაძლებელია სულ მცირე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების კატეგორიების მიხედვით; ბ) ამ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ელექტრონულად წარდგენილი თითოეული რეგისტრაციის განცხადება და განახლება საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტით, წარდგენის შემდეგ გონივრულ ვადაში. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Shifts document retention responsibility *to* the agent during their agency period. Allows the General Auditor access to these records for up to three years post-agency.
акт об изменении №6699322Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.