1.პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.
2.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
1.პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.
2.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
3.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში ქმნის ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.
4.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული მასალების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნას. აღნიშნული წარდგინება და თანდართული მასალები ეგზავნება აგრეთვე სხვა პარლამენტის წევრს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნიდან არაუადრეს 1 კვირისა საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენა და კითხვა-პასუხი იმართება სათითაოდ.
6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურას კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე.
7.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
9.თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.