Статья 134. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისოქმებისა და რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ეს შედეგები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
2. განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.
