Статья 157. საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა
საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა 2-მა ან 2-ზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ კანდიდატთაგან არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.
