1.საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის − არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული პარტიებისთვის − არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირების თანდასწრებით.
