Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.
2.ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
3.რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და უნდა წარუდგინოს მას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება (დასახელებები), სადაც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს. რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარედგინოს აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი, რომელიც მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. ამ ამონაწერში მითითებული უნდა იყოს (იყვნენ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები).
5.რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს. ცესკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.
6.საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და დამკვირვებელ ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.
7.ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლის/თარჯიმნის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია და მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.
8.ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება. ამ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს იმავე ვადაში და იმავე ფორმით უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ან/და ქვემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და აღნიშნული დოკუმენტები.
9.რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
10.თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს დამკვირვებლების შესახებ ინფორმაციას/დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას, აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.
11.ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში.
12.საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებლების/თარჯიმნების (არსებობის შემთხვევაში) სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი/თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის/თარჯიმნის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
13.საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელონ დაკვირვება შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.
14.თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციის/დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, აღნიშნული განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის/დამკვირვებლების რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება. საქართველოს 2026 წლის 31 მარტის ორგანული კანონი №1427 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
Изменения, которые прошла эта статья
This change mandates that internationally accredited observer organizations submit information about their observers/translators (including copies of ID) to the CEC two days before election day. It also sets a two-day deadline for electoral commission secretaries to register observers after receiving valid applications and issue credentials.
акт об изменении №6823786Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.