„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“
Статья 5
არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ჩვენება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებით, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ფსიქიკური მდგომარეობის დროს: ა) ქცევის აშლა, რომლის მიზეზია: ა.ა) ფსიქომოტორული აგზნება; ა.ბ) ჰალუცინაციები; ა.გ) ბოდვა; ა.დ) ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი; კატატონიური სინდრომი; ა.ე) ცნობიერების შეცვლის მდგომარეობა; ა.ვ) პათოლოგიური იმპულსურობა; ა.ზ) მძიმე დისფორიები; ბ) სისტემატიზირებული ბოდვითი სინდრომი; გ) იმპერატიული ჰალუცინაციები; დ) დეპრესიული მდგომარეობები, რომელთაც ახლავთ სუიციდური ტენდენციები; ე) მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობები; ვ) კოგნიტიურმნესტიური ფუნქციების ღრმა მოშლით გამოწვეული პაციენტის უსუსურობა.
