„პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ“
Статья 3. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება
1. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევა ტარდება შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან გამონაკლის შემთხვევაში ბინაზე. ექიმს შეუძლია უარი განაცხადოს გამოკვლევაზე, თუ მისი უსაფრთხოება არ არის დაცული.
2. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გამოკვლევაში სხვა სპეციალისტების (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი და სხვა) ჩართვა.
3. თუ ექიმს უძნელდება გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება, შეუძლია შესთავაზოს განმეორებითი ამბულატორიული ან სტაცონარული გამოკვლევა.
4. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის დასრულების შემდეგ ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის შემთხვევაში ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სამედიცინო ბარათში, რომელიც ინახება დაწესებულების არქივში დადგენილი წესით.
