„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალკავებულად აღრიცხოს: ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი; ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (ძაბვის და მოთხოვნილი სიმძლავრის) მიხედვით და ჯამურად; გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილამდე ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარადგინოს კომისიაში ამ მუხლით მოთხოვნილი განცალკევებული ფინანსური და ტექნიკური ანგარიში, რაც დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული დასკვნით. ასევე ყოველკვარტალურად კომისიას მიაწოდოს ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწოდოს ყოველი კალენდარული თვის დამთავრებამდე (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ და მისი ელექტრონული ვერსია).
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.