ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3.ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში.
4.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან, ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს ურთიერთობა აწარმოონ საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. დაუშვებელია მხარეებს შორის ურთიერთობისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.
5.მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა წარმოებს ამ წესებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობის და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის თავისუფალი მოქმედება შეზღუდულია იმის გამო, რომ მას უჭირავს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე).
6.ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება საცალო მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.
7.ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები, განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებში მოცემული ნორმები.
8.ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
Лиана ЗагашвилиიურისტიНезависимый
ნინო ლიპარტიაДоктор юридических наук, профессор, юрист.Независимый
Иосеб ГабараевДоктор юридических наук, профессор, юрист.Независимый
Нино ХуцишвилиიურისტიНезависимый
Миа ЗойдзеЮрист, соучредитель компании «Giorgi Pantsulaia and Partners».Компания
Саломе БежашвилиАдвокат / МедиаторНезависимый