ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული (შეთავაზებული) ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით.
2.მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს შესთავაზოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საჯაროდ გამოცხადებული სხვადასხვა ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპიური ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და მისი საჯაროდ გამოცხადების თარიღი (გაფორმების შემთხვევაში, მიმწოდებლის ჟურნალში ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი); ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგების ვალდებულებას, მისი მოქმედების პერიოდს, ხელშეკრულების გაგრძელებისა და შეწყვეტის პირობებს, ასევე, გონივრულ ვადას ამ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების ან უარყოფის შესახებ. გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებსა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. მასში მოცემული უნდა იყოს დებულება ხელშეკრულების ამ წესებთან შესაბამისობისა და ამ წესების ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში უპირატესი მოქმედების (უპირატესი იურიდიული ძალის) შესახებ; დ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული მომსახურების პირობები არ უნდა შეიცვალოს და მასში ასახული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასი არ უნდა გაიზარდოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მისი საჯაროდ გამოცხადებიდან (შეთავაზებიდან) არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში; ე) საჯაროდ გამოცხადებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობის ან ფასის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული წარმოადგენს ახალ ტიპურ ხელშეკრულებას და საჭიროებს ახალი საიდენტიფიკაციო ნომრისა და გამოცხადების თარიღის მინიჭებას, ასევე ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, როგორც ზოგადად ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში.
3.მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და მასთან შეთანხმების გზით შეცვალოს მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები (ამ წესებით დაშვებულ ფარგლებში), ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი და არც ამ მომხმარებლის დუმილი ჩაითვლება აქცეპტად (თანხმობად).
4.მიმწოდებელს ასევე უფლება აქვს მიმართოს წინადადებით პირთა განუსაზღვრელ წრეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ან ამ ურთიერთობაში ცვლილების შეთავაზებით (აღნიშნული განცხადება წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე). საცალო მომხმარებლს უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს ამ შეთავაზებაზე და მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შეთავაზების პირობების შესაბამისი წერილობითი ფორმით შეთანხმება ან/და ხელშეკრულების გაფორმება.
5.მიმწოდებელს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების ან მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელშეკრულებაში მის მიერ საჯაროდ შეთავაზებულზე (გამოცხადებულზე) მეტი ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრა.
6.ამ წესებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქნილობისა და მისი შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მიზნით მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრის პირობებსა და მეთოდებზე.
7.შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების პირობების მისადაგების მიზნით მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს (ხელშეკრულებით შეთანხმების შემთხვევაში) უფლება აქვთ ანგარიშსწორება მოახდინონ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღესა და ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებულ კურსთა შორის სხვაობით მიღებული კოეფიციენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში: ა) კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს (გავრცელდეს) მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასსა და ტრანსპორტირებისა და განაწილების მომსახურების ტარიფებს შორის სხვაობით მიღებულ სიდიდეზე (ამასთან, ამ ურთიერთობაზე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფის არსებობის შემთხვევაში, კორექტირებით მიღებული სიდიდე (ეროვნულ ვალუტაში) არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფს); ბ) ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასში ტრანსპორტირებისა და განაწილების მომსახურების წილის გამოყოფა (დაფიქსირება).
8.თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებები აშკარად შეიცვალა (მათ შორის, თუ შეიცვალა მიმწოდებლისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის საფასური), მაშინ მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს შეცვლილი გარემოებების შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა ხელშეკრულებაში მოცემული პირობის შესაბამისად (რომელიც არ უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვეზე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 თვეზე ნაკლები). ასეთ შემთხვევაში: ა) მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე და განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს პირობების მიუღებლობის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმწოდებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ); ბ) მომხმარებელს უფლება აქვს განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს თანხმობა სახელშეკრულებო ურთიერთობების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესახებ; გ) მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან განსაზღვრულ ვადაში შეტყობინებისგან ან სხვა ხელშეკრულების გაფორმებისგან თავის შეკავების შემთხვევაში ივარაუდება შეთავაზებულ პირობაზე თანხმობა.
9.თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ან შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა და მათთან მისადაგება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ და მომხმარებელს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოკლებულია სამართლიანობის საფუძველს, მას უფლება აქვს მოითხოვოს შეცვლილ პირობებზე ან/და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მიმწოდებლის განმარტება და ამ განმარტებაზე შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიწოდებული.
10.დაუშვებელია მომხმარებლის იძულება მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეცვლილი საფასურის გადახდაზე, ასევე, სხვა პირობის შესრულებაზე, თუ აღნიშნული გარემოების შესახებ მომხმარებელი წინასწარ არ იყო ინფორმირებული და წინასწარ არ განესაზღვრა გონივრული ვადა აღნიშნული პირობის მიღების ან უარყოფის შესახებ.
Нет текстовых изменений
Изменения, которые прошла эта статья
Extends the deadline for implementing provisions outlined in sections 3-5 of Article 23 to June 1, 2024.
акт об изменении №5968248Refers to article 23.
акт об изменении №5333574Prohibits suppliers from requiring a higher gas price in new or modified contracts than what was publicly offered.
акт об изменении №1368710Details how price corrections are applied (excluding transport/distribution) and mandates separate accounting in contracts.
акт об изменении №1009330Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.