ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
მუხლი 30. მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიანტს შორის ურთიერთობები 1. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა (საანგარიშსწორებო მრიცხველის ჩვენების აღება), ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ინფორმაციის განაწილების ლიცენზია ნ ტისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება (ანალიზისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის ვადის განსაზღვრით); ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ მიღებული ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის ანალიზის შემდეგ განახორციელოს საცალო მომხმარებელზე თანხის დარიცხვა (მიწოდებისა და განაწილების (ან გატარების) მომსახურების წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით), ქვითრის გამოწერა (დაბეჭდვა) და ამ ქვითრის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდება. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის სათანადოდ შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, განახორციელოს მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად გაწეული განაწილების (ან გატარების) მომსახურების ღირებულების დარიცხვა, გამოწეროს ანგარიშფაქტურა და განსაზღვრულ ვადაში (რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები) წარუდგინოს იგი მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებლისთვის წარდგენილ ანგარიშფაქტურას თან უნდა ახლდეს დადასტურებული მონაცემები განაწილების ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და ღირებულების შესახებ თითოეული მომხმარებლის მიხედვით (განცალკევებულად) და ჯამურად.
2.მიმწოდებელი (განაწილების ლიცენზიატის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.
3.საცალო მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებული ვადის გადაცილებიდან 5 დღის განმავლობაში თანხის გადაუხდელობისას განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებლისათვის გატარების მომსახურების დავალიანების გადახდის გონივრულ ვადის განსაზღვრისა და ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლება აქვს შესაბამის მიმწოდებელს ასევე მოსთხოვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
4.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ გადაიხდის შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის გატარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მხარეთა შეტყობინების შემდეგ არ დაუშვას მის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებელი აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებამდე.
5.ამ წესებით განსაზღვრული მიმწოდებლის ქსელში არდაშვების ნორმები (მათ შორის, მიმწოდებლისგან საბანკო გარანტიის მოთხოვნის ნორმები მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად) არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, თუ განაწილების ლიცენზიატს გააჩნია მიმწოდებლის მიმართ ფინანსური დავალიანება და მიმწოდებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისთვის თანხა არ იქნა გადახდილი თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისად, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებლისგან ამოღებული თანხით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა (საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი განაწილების ლიცენზიატისთვის განკუთვნილი წილიდან).
6.განაწილების ლიცენზია ნ ტი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; აღნიშნულ ერთიან ბაზაში მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ, ასევე საცალო მომხმარებლების აბონენტის ნომრების, მათი მისამართებისა და მოხმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა გახდეს მათთვის, ვინც ახორციელებს ან სურს განახორციელოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა.
Нет текстовых изменений
Изменения, которые прошла эта статья
Concerns notification requirements for increased gas consumption, including deadlines and information sharing with relevant parties.
акт об изменении №5333574Details data exchange requirements between suppliers & distributors for billing and analysis.
акт об изменении №1009330Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.