1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სხვა ღია ინფორმაციასთან ერთად ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე) განთავსება-გამოცხადება, ასევე, უზრუნველყოს მიმწოდებლებისათვის გამოყოფილ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებგვერდზე), მიმწოდებლების თავისუფალი მოქმედება და მათთვის სასურველი ინფორმაციის დაუბრკოლებლად განთავსება.
2.განაწილების ლიცენზია ნ ტი ვალდებულია, მიმწოდებლებისთვის (რომლებიც ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ მისი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა) ხელმისაწდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. განაწილების ლიცენზია ნ ტი ვალდებულია, ამ პუნქტში მოცემული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდების მოთხოვნიდან ერთი კვირის განმავლობაში დააკმაყოფილოს მიმწოდებლის მოთხოვნა.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.

