1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს.
3.მხარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. მხარეთა მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის ვადა აითვლება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არბიტრაჟის მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან.
4.სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5.თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, დაუშვებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომლითაც მხარემ მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა და რომელიც სასამართლომ არსებითი განხილვის შედეგად უარყო. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი არ დაიშვება, ხოლო თუ საჩივარი მიღებულია, მასზე საქმის წარმოება შეწყდება. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3360 – ვებგვერდი , 31.03.2015წ.
1. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს საჩივრითსარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო; ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში; ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს; ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. 2. საჩივარიგანცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. 3. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
Изменения, которые прошла эта статья
The amendment specifies that lack of legal capacity or guardianship at the time of agreement formation is grounds for challenging an arbitral award.
акт об изменении №2787242Completely rewrites Article 42 detailing grounds for annulment of an arbitral award, focusing on capacity and applicable law. This is a *major* procedural change affecting enforcement.
акт об изменении №2780039Changes 'claim' to 'appeal' in reference to challenging an award and extends the deadline for filing appeals from 60 to 90 days.
акт об изменении №1514990Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.