საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას. 2 1 . საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელს შეუძლია შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წარადგინოს „ არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება. სასამართლო საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ მხარის განცხადების მიღებაზე განჩინებით უარს ამბობს, თუ არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რა საფუძვლითაც მხარე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას, ან თუ მხარემ არ გაასაჩივრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს განჩინების ფორმით, ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული განცხადების წარდგენიდან ან მის წარსადგენად განსაზღვრული 7-დღიანი ვადის გასვლიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე განჩინებასთან ერთად მხარეს ეძლევა სააღსრულებო ფურცელი.
5. განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გამოტანილად ითვლება და სასამართლო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მისცეს სააღსრულებო ფურცელი, როდესაც დარღვეულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადა.
6. განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4046 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.492 საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3220 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი