საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 165^7. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა
1. მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 205 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 220 1 მუხლით ან 286 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ბ) მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია; გ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.
