საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 168. დისკრეციული დევნა
1. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს პროკურორი აფორმებს შესაბამისი დადგენილებით. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5 1 ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დადგენილების გამოტანის შემთხვევაში გაუგზავნოს მისი ასლი დაზარალებულს დადგენილების გამოტანიდან 1 კვირის ვადაში.
2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
3. თუ ზემდგომმა პროკურორმა ან სასამართლომ გააუქმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.
