საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 211. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა
1. თუ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი საპროცესო შეთანხმების დადებაზე შეთანხმდებიან, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11 1 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები; დ) ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში – თანამშრომლობის ფორმა და შინაარსი; ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია შესაბამისი დანაშაული; ვ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის სახე და ზომა; ვ 1 ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ; ზ) მითითება ამ კოდექსის 210-ე მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის 1 3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ.
