1. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
2. ახლო ნათესავი – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуელექტრონული კომუნიკაცი…ოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…არასრულწლოვანთა მართლმ…
Только для информации — не юридическая консультация.
3. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.
4. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე არის არასრულწლოვანი, შეზღუდულქმედუნარიანი, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავი, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი.
6. ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.
7. დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი. 7 1 . პროცესუუნარო პირი − ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ აქვს უნარი, შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.
8. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
9. ადვოკატი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ინტერესებს და უწევს მათ იურიდიულ დახმარებას.
10. გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება.
11. დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. 11 1 . საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები – მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
12. ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
13. გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
14. განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
15. განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ საკითხზე.
16. დადგენილება – გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.
17. ღამე – დრო 22 საათიდან 6 საათამდე.
18. საპატიო მიზეზი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.
19. ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
20. მოწმე – პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.
21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.
22. დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. 22 1 . მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერას სამართალწარმოების პროცესში. 22 2 . დაზარალებულის კომპენსაცია − დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებული ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის პირდაპირ მიყენებული ქონებრივი ზიანის ამ კოდექსით დადგენილი წესით ანაზღაურება.
23. მტკიცებულება – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
24. მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი.
26. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის ადგილი.
27. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).
28. კომპიუტერული მონაცემი – კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. 28 1 . მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემა − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 71 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემა.
29. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, ურთიერთობა განახორციელონ კომპიუტერული სისტემის საშუალებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამუშავებს ან ინახავს კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო მომსახურების ან ასეთი მომსახურების მომხმარებელთა სახელით.
30. ინტერნეტტრაფიკის მონაცემი – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და კომპიუტერული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემი, რომელიც კომუნიკაციათა ჯაჭვის ნაწილია, მიუთითებს კომუნიკაციის წყაროს, დანიშნულების ადგილს, მიმართულებას, დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას, ძირითადი მომსახურების ტიპს.
31. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება.
32. ამ კოდექსის XVI 1 თავის მიზნებისთვის, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო: ა) ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც არის ამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო; ბ) ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 32 1 . (ამოღებულია - 30.12.2021, №1314) .
33. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან (ელექტრონული ფოსტა), კავშირგაბმულობის ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო სისტემიდან მიმდინარე, გადაცემული, მიღებული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით.
34. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კომპიუტერული სისტემიდან − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ კომპიუტერული სისტემიდან გადაცემული, მიღებული, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში მიმდინარე, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით.
35. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა − მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა.
36. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.
37. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (ნებისმიერი მონაცემი, რომელიც იძლევა საკომუნიკაციო აღჭურვილობის ინდივიდუალური იდენტიფიცირების საშუალებას ან ხელს უწყობს მის ინდივიდუალურ იდენტიფიცირებას (მათ შორის, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტპროტოკოლის მისამართი (IP-მისამართი), მობილური აღჭურვილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMEI), მობილურის მომხმარებლის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMSI), MAC-მისამართი და სხვა)) ან მომხმარებლის სახელი. 37 1 . პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა − ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობის დაფარვა მისი მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი მახასიათებლის (მონაცემის) დაშტრიხვით, გაბუნდოვანებით, ვიზუალიზაციის შეზღუდვისთვის კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების გამოყენებით ან/და სხვა ისეთი საშუალებით, რომელიც სამართალწარმოების ყველა ეტაპზე გამორიცხავს მისი ვინაობის იდენტიფიცირებას ან/და ამოცნობას.
38. პირველადი გამოკვლევა − დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თავდაპირველად ბრალდების მხარის მიერ დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობა, ამ მასალაზე ექსპერტიზის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, სანამ ანალოგიური უფლებით დაცვის მხარე ისარგებლებს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ. საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3358 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3955 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/625,640 - ვებგვერდი, 22.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №755 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2270 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4265 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5186 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1339 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი II სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах