1.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულისაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.
3.ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განიხილება ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის მონაწილეობით.
4.სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად.
5.სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით.
6.ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.
7.საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო დიდ პალატაში – ცხრა მოსამართლის შემადგენლობით.
8.სასამართლოს შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღების თანაბარი უფლება აქვს.
9.თუ სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადია და ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, საქმეს სასამართლო განიხილავს მის დაუსწრებლად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
Изменения, которые прошла эта статья
Cited in art.191 for mental health treatment provisions; no direct amendment.
акт об изменении №6706309Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.