1.იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ: ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის; ბ) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
