საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 220. საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება
წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად: ა) განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყების თარიღს; ბ) საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს; გ) ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან; დ) ბრალდებულს, რომელიც პატიმარი არ არის, წერილობით განუმარტავს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს; ე) იღებს სხვა ზომებს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.
