საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 332. გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი
1. 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი , მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო.
3. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე, 324-ე, 324 1 , 329 1 –330 2 , 331-ე და 331 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
4. 2019 წლის 30 ივნისამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323- ე –323 2 და 325- ე –329- ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილებით დადგენილი წესით .
5. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენაშიც ედება, გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №848 - ვებგვერდი, 09.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1872 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4643 - ვებგვერდი, 17.12.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1893 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4108 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
