1.თარჯიმანს უფლება აქვს: ა) თარგმანის დასაზუსტებლად შეკითხვა დაუსვას პროცესის მონაწილეებს; ბ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს; გ) გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; დ) უარი თქვას თარგმნაზე, თუ ამისთვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
