Статья 103. საჩივრის შეტანის წესი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით მოითხოვოს სამსახურის სოციალური მუშაკის კონსულტაცია.
2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.
3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, არ ესმის სამართალწარმოების ენა, უფლება აქვს, ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
