საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 86. საპროცესო ვადების გამოთვლის წესი
1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით. 1 1 . ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება ის დღე-ღამე და საათი, რომლებიდანაც იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედება.
2. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები.
3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1722 – ვებგვერდი, 14.09.2022წ .
