საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
Статья 8. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისა და პერსონალის ვალდებულებები
1. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას ახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება .
2. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირს , რომელმაც დადგენილი წესით გაიარა ტესტირება აივ ინფექციაზე , მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ , თუ პირი უარს არ აცხადებს ინფორმაციის მიღებაზე . პირისათვის ინფორმაციის არმიწოდების ან ინფორმაციის მოცულობის შეზღუდვის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით .
3. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დიაგნოზთან ერთად პირს მიაწოდოს ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ , რომლებიც სავალდებულოა სხვათა უსაფრთხოებისათვის და რომელთა დარღვევისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობა .
4. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესთავაზოს პირს და , მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში , უზრუნველყოს აივ ინფექციაზე ტესტის წინა და შემდგომი კონსულტირება .
5. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას , ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა .
6. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას , ვალდებულია აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირის/პირთა შესახებ , რომელთანაც/რომლებთანაც მას ჰქონდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველი კონტაქტი .
7. აივ ინფიცირებულის / შიდსით დაავადებულის მიერ ამ კანონის მე- 11 მუხლის მე- 2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას / ხელშეწყობას ან / და მოვლას , ვალდებულია პირის მეუღლეს / სქესობრივ პარტნიორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია პირის აივ დადებითი სტატუსის შესახებ , თუ ცნობილია მისი მეუღლის/სქესობრივი პარტნიორის ვინაობა .
