1.უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან.
2.პლენუმი უფლებამოსილია: ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა; ბ) უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და თავმჯდომარეები; ბ 1 ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255) ; გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი; დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე; ე) (ამოღებულია - 01.11.2013, №1489) ; ვ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას წარუდგინოს რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე; ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები; თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია; ი) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი; კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ოდენობა; ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები; ლ 1 ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წეს ი და უზენაესი სასამართლოს აპარატის მო სამსახურეთა შეფასების წეს ი ; მ) მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ; ნ) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3.(ამოღებულია - 17.12.2025, №1252) .
4.
